ანოტაცია: როცა ათი წელი ტყუილში ცხოვრობ, რა გასაკვირის, რომ ყველაზე მეტად ტყუილი გიყვარდება? როცა სინამდვილეში გტანჯავს, თავშესაფრად სიყალბე გრჩება, რადგან დედაც კი, რომელმაც იცის, რომ მეტი აღარ შეგიძლია, დასამშვიდებლად მხოლოდ იმას გეუბნება, რომ „უნდა შეძლო!“ და მოიტყუე, რამდენიც გინდა, დაფნეს ცხოვრება მაინც რეალობის - ყოველდღიურობის რუტინის ბორბალზე ბრუნავს: ჩაი - მამამთილს. ყავა - დედამთილს. სახლის დალაგება. ჭურჭლის გარეცხვა. სარეცხის გაფენა. სარეცხის ჩამოხსნა და დაუთოება... და ისევ: ჩაი - მამამთილს;