ანოტაცია: წიგნის მთავარი გმირი, თბილისელი, ბოლო კურსის სტუდენტია. მშობლების გადმოცემით წარმოედგინა, სტუდენტური ცხოვრება, განსაკუთრებული და დაუვიწყარი იქნებოდა, თუმცა ოთხმა წელიწადმა უფერულად ჩაიარა. აწმყოში დაკარგული, წარსულზე წუხს, მომავალი კი ბუნდოვნად ესახება. სწორედ ამ დროს დაებადება უცხოეთში სწავლის გაგრძელების იდეა, რომელიც მისი ცხოვრების მთავარ მიზნად იქცევა. დიდი გარჯის შემდეგ, ოცნებას იხდენს და სასწავლებლად ევროპაში მიემგზავრება, სადაც შექმნილ წარმოდგენების ნაცვლად, სრულიად სხვა რეალობა ხვდება.