ანოტაცია: სამყაროს მართავს გონება, ძიება-მეცნიერება, რომელიც შეგრძნებებსაც კი შეისწავლის. მას შემდეგ, რაც კაენმა მოკლა აბელი, ომი და ბრძოლა არ შეწყვეტილა (გია ტუღუშის ქალაქი ფენრირიც ელექტრომოზაიკური ძიებისა და მეცნიერების შედეგია). მამა ებრძვის შვილს, შვილი-მამას, ძმას, ცოლი-ქმარს და პირიქით. ანტონისა და მელეტის ოჯახებიც ხომ ამის მაგალითია. ბრძოლაა გარემომცველ ბუნებაში,იბრძვიან მწერებიც,ფრინველებიც.ხომ გახსოვთ ჰიჩკოკის ფილმი, ფრინველები როგორ დაესხმიან ქალაქს თავს.ადამიანები ებრძვიან ყველას და ყველაფერს.