ანოტაცია: „ჭირის მეგობარი“ ლუკა ხატიაშვილის სადებიუტო წიგნია. მასში თავმოყრილი მოთხრობების მთავარი გმირები ავად გვიყვებიან საკუთარ თავზე – ლაღად, მარტივად, გულწრფელად და იუმორით. ისინი ერთმანეთს განსაკუთრებული თვითირონიით ჰგვანან. შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი ურთიერთობებზეა, იმაზე, თუ როგორ გვჭირდება გვერდით ჩვენი ლხინისა და ჭირის გამზიარებელი ადამიანები. პერსონაჟები გვიყვებიან თავიანთ, თითქოს, არაფრით გამორჩეულ ცხოვრებაზე, წარუმატებლობებზე, ოცნებებზე, მარტოობაზე...