ანოტაცია: „თქვენი არ ვიცი და მე მოთხრობების კრებულებს არეულად ვკითხულობ – თანმიმდევრობას ვივიწყებ. წარმოდგენა არ მაქვს ცრურწმენაა თუ ახირება, მაგრამ ღრმა ბავშვობაში ვირუსივით შემეყარა ასეთი ჩვევა: ავიღებ ხოლმე წიგნს, გადავშლი და რომელ გვერდზეც მოვხვდები ალალბედად, იქიდან შევუდგები კითხვას.ნუგზარ შატაიძე ლიტერატურული ქამელეონია. ის გამუდმებით იცვლიდა თემებს, თხრობის ფორმებს, ენას, სიუჟეტებს. ქმნიდა ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებულ, ცოცხალ, ნამდვილ პერსონაჟებს''. - დათო გორგილაძე