ანოტაცია: მაროკოში, ქალაქ ტანჟერის ლეგენდარულ „კაფე ბაბაში“ ერთმანეთს ორი გადამდგარი მუსიკოსი შეხვდება. ერთი ქართველი ტურისტია, მეორე — ამერიკელი ემიგრანტი. მათ შორის გაჩენილი ქიმია შეუმჩნეველი არ რჩება იქვე ჩამომჯდარ უსიყვარულობით გატანჯულ მწერალს, რომელიც თავის სადებიუტო რომანზე მუშაობს. მწერალი გადაწყვეტს მის თვალწინ გაჩენილი პერსონაჟები თავისი რომანის მთავარ გმირებად გადააქციოს. სხვათა ცხოვრების მოხელთების და საკუთარ ამბავში გაცოცხლების პარალელურად ის ნაცნობ გამომცემელთან ცდილობს საქმიან დიალოგს.