ანოტაცია: გოა მშვიდობისა, ბესო ხვედელიძის ნეპალური სერიის მორიგი ეპიზოდია. მეც, ბევრი სხვასავით, ამ სერიის ერთგული მკითხველი და გულშემატკივარი ვარ და აქედან გამომდინარე, თითოეულ ეპიზოდს მისი გამოჩენისთანავე ვკითხულობ. ის ერთდროულად რომანიცაა, მოგზაურის ჩანაწერებიც, თვითშემეცნების ეგზისტენციალური ტრაქტატიც, ტურისტული გზამკვლევიც და მემუარებიც.