ანოტაცია: ოლანი ბიწაძის „მეორედ მოსვლა“ მოთხრობების კრებულია და ავტორმა ის ორიგინალური კლასიფიკაციით - 2 და 1 ნაწილად - შემოგვთავაზა. ასეთი დაყოფა მოთხორბების თემატურ და კონცეპტუალურ ხაზს გამოკვეთს. პირველ ნაწილს (2) მუდმივად ორი პროტაგონისტი ჰყავს, იქნებიან ეს ჩრდილის თეორიით შეპყრობილი ქალი და მამაკაცი, გამოგონილ სოფელში მცხოვრები შეყვარებული წყვილი, პარანორმალურ მოვლენაზე მომუშავე ჟურნალისტი და ოპერატორი თუ მეგობრები, რომელტაგან ერთ-ერთს საკუთარი ბავშვობაც კი აღარ ახსოვს.