ანოტაცია: ეს არის თერთმეტი ნოველისგან შეკრული რომანი, რომელიც შემთხვევით როდი ეძღვნება შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანებს. რომანის მთავარი გმირები სწორედ ისინი ან მათი როლის განმასახიერებელი მსახიობები არიან, მათივე მეტყველების პროცესთან ერთად. მეტყველების ამ გაშლილ ზღვაში კი ნისლიანი კუნძულებივით ამოზრდილან ფრაგმენტული ისტორიები. ისინი დიდი მონდომებით ცდილობენ, რომ იყონ ნათელი, მკაფიო, გასაგები, მაგრამ არაფერი გამოსდით, რადგან სწორედ მეტყველება ეღობება წინ მათ ამ დაუოკებელ სურვილს.