ანოტაცია: თუ ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ შენი სიზმრებიდან სრულიად გაქრა იძულებით დათმობილი მშობლიური ქალაქი, სახლი, საძინებელი... შენი ზღვა და მისი სურნელი, ხომ იფიქრებ, რომ იმედი მოკვდა? მაგრამ თუ ამ ყველაფერთან ერთად წარსულისგან დატოვებული ტკივილებიც ქრება, იქნებ თავისუფლების ყველაზე მძაფრი განცდის მიზეზსაც მიაგენი?!. ლელა ლაშხის „ნეირონი“ ახალგაზრდა ქალის წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრების ამბავია და ეს ამბავი იმავდროულად საქართველოს უახლესი ისტორიის ფრაგმენტებსაც იტევს.