ანოტაცია: „ბეტონების იქით“ ავტობიოგრაფიული ფაქტებითა და ილუზიებით ნაკარნახები ნაწარმოებია და ის გარეუბნელი ბიჭის ამბავს გვიყვება _ მის მეხსიერებაში ჩარჩენილ ყველაზე მძაფრ და მნიშვნელოვან თავგადასავლებს. ამბავი გეტოში ცხოვრების თავისებურებებზე, იქ დამკვიდრებულ სოციალურ-კულტურულ ღირებულებებზეა. შეუცნობლისადმი შიშზეა, აკრძალულ სამყაროზეა, რომლისგანაც ბიჭს ბეტონის გრძელი კედელი ყოფს. და რა ხდება მაშინ, თუ ბუნდოვანების გაფანტვის, კითხვებზე პასუხების მიღების, შიშის დაძლევისა და წარსულის ტყვეობისგან თავის დაღწევ