ანოტაცია: ,,სურამის ციხეს'' კითხულობდნენ როგორც ბატონყმობის წინააღმდეგ მიმართულს.ეს ელემენტი აღმოჩნდა კაუჭი,რომლითაც ტექსტი ,,გამოედო'' თავის თანამედროვე საზოგადოებასა და მკითხველს.მაგრამ ჩვენ აღარ ვართ მისი თანამედროვეები და ეს გაუცხოება იმისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ,რომ ტექსტი უფრო ყურადღებით წავიკითხოთ.მაშინვე ნათელი გახდება,რომ ბატონყმობა ტექსტის მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია და არა - მთავარი.