ანოტაცია: ქუთაისი ადრიატიკაა, ის უფრო ხმელთაშუაზღვისპირული ქალაქია, უფრო ლირიულია, რბილი, აქ უფრო იგრძნობა ბერძნული გავლენა. თბილისმა სხვა გზა გამოიარა. მასში სპარსეთიც იგრძნობა და ევროპაც. ქუთაისი უფრო მსუბუქი ქალაქია, ქუთაისელები მსუბუქად იღიმებიან, მსუბუქად ტირიან, მათი გრძნობები და ურთიერთობებიც უფრო მსუბუქია და იმ სამყაროშიც უფრო მსუბუქად მიდიან...“, – რეზო გაბრიაძე. წიგნში შესულია: შერეკილები; ქუთაისი ქალაქია; ექიმი და ავადმყოფი ანუ აკრზალული შობა; ალილო; ერმონია და რამონა; თეთრი ხიდი