ანოტაცია: სერია ქალების კალმით აერთიანებს გამორჩეულ ბიოგრაფიის, წერის სტილისა თუ იდეოლოგიის მქონე ქალ ავტორებს, რომლებმაც გაბედეს, საკუთარი ეპოქისა და ყოველდღიურობისთვის მნიშვნელოვან პრობლემატიკას გამოხმაურებოდნენ. ორტომეული "თანამედროვე ქართული პროზა- ქალების კალმით" XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე ქართულ მწერლობაში მკვეთრად გაძლიერებული ქალი ავტორების ხაზის ამსახველი კრებულია, რომელშიც 30-ზე მეტი თანამედროვე მწერლის მოთხრობაა თავმოყრილი.