ანოტაცია: უკრაინის ომს ყველა ონლაინ ვადევნებთ თვალს,ამიტომ თითქოს დასაწერიც არაფერია.ყველამ ყველაფერი ისედაც იცის.თუმცა ბოლოს გადავწყვიტე ჩემ მიერ დანახული,საჯაროდ ცნობილი,ამბავი მომეყოლა.ეს წიგნი მხოლოდ ომზე არ არის.ეს არის ამბავი უკრაინის მიწაზე გავლილი 13210 კილომეტრის,ამბავი ომის დაწყების,ამბავი ოკუპაციის,ამბავი დეოკუპაციის,ამბავი საბჭოთა მითების ნგრევის.ეს წიგნი უკრაინაზე და უკრაინელებზეა.