ანოტაცია: ზაოდი ქუთაისის ერთ-ერთ სამრეწველო გარეუბანს შეარქვეს საბჭოთა დროს და ეს სახელი შემორჩა ურბანულ ზეპირსიტყვიერებას, როგორც საბჭოთა ინდუსტრიის რუკაზე ჩაკარგული ფსევდო-ტოპოსი, ერთდროულად შემზარავიც და მომნუსხველიც, გამოუვალიც და გამოსავალიც. სწორედ ეს ფსევდო-ტოპოსი აქცია ელზა გურგენიძემ რომანის მთავარ მეტაფორად. ზაოდი არის ადგილი, სადაც ეპიკური სიმძაფრით ვითარდება ტრაგიკომიკური მოვლენები. რომანი მოგვითხრობს ტოტალიტარული რეჟიმით ცნობიერება დაზიანებულ ადამიანებზე.