ანოტაცია: „უძებნი შვილი“ ბესიკ ხარანაულის მეტაპოეტური წიგნია, რომლითაც პოეტი დიდ ოდისეაში გვეპატიჟება. ამ მოგზაურობაში მკითხველს წინამძღოლობას სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი გაუწევს და გასაკვირი არაა, რომ ნაწერიც ჯორის ფლოქვების ხმას მიჰყვება. ეს ენერგია კითხვის პროცესში მკაფიოდ იგრძნობა.„უძებნი შვილი“ ადამიანისა და სამყაროს თავგადასავალია. მასში ჩატვირთული თითოეული სიტყვა ძიების, მოქმედებისა და გზაზე დადგომისკენ გვიბიძგებს.