ანოტაცია: „ნაწარმოებს ზღაპარი თუ ჰქვია სულაც არ ნიშნავს, რომ მხოლოდ პატარებისთვის დაწერეს. ლევან ბოლქვაძის ზღაპარიც მოზარდების, მათი მშობლებისა და მასწავლებლების წასაკითხი წიგნია. ყველაზე მეტად კი სწორედ მასწავლებლების ყურადღება მინდა მივიქციო, ერთი უბრალო მიზეზის გამო – საუკეთესო კლასგარეშე საკითხავი რომ შესთავაზონ მოსწავლეებს.ზღაპარს ვერც ლევან ბოლქვაძის ცხოვრებას დავარქმევდი: ოცდაერთი წლის იყო, რომ გადაასახლეს და სამი წელი გულაგში გაატარებინეს...