ანოტაცია: ხელოვნება ზოგადად, განსაკუთრებით კი ლიტერატურა, აღსარებითი ფენომენით ხასიათდება, ხშირად ავტორის ნების საწინააღმდეგოდაც კი. ამ კრებულის ყოველ ნაკვეთში ეს ქმედება სრულიად შეგნებულადაა გაცხადებული. წიგნში თავმოყრილ განსხვავებული ჟანრისა და თემატიკის ლიტერატურულ ქმნილებებს, რომელიც რესტავრატორ, მთამსვლელ, მაშველ, ფოტოგრაფსა და მთარგმნელ შალვა ლეჟავას ეკუთვნის, ერთი საერთო რამ აკავშირებთ – სიყვარული.