ანოტაცია: ბექა ქურხულის „უკრაინული დღეები“ ომის დღიურია, სრულიად ახალი, ძალიან ვრცელი. აღსავსე შთაბეჭდილებებით, პეიზაჟებით, მოვლენებითა და ადამიანებით. გამაოგნებელია, რომ ეს ერთსა და იმავე დროსა და სივრცეში გვერდიგვერდ თანაარსებობს – ჩემი შვილების წალკოტი ლვოვში და ბომბსაფარები დნეპრში, მარადიული სიწმინდეები კიევში და დაბომბილი მარიუპოლი
კითხულობ და ტკივილამდე გეცოდება ყველა და ყველაფერი: ადამიანთა განადგურებული სახლები. დასახიჩრებული სიცოცხლეები, დამახინჯებული მეხსიერება...