ანოტაცია: CRANIUM – გია ხუბუას კრებულია, რომელშიც სხვადასხვა დროს შექმნილმა ნოველებმა მოიყარა თავი. თხრობის თანაბარი ექსპრესია და მელანქოლია, დოკუმენტური სიცხადე და ალუზიური რეალობა, ლირიკული კამერულობაც და მრავალფეროვნებაც კრებულს ერთ მთლიან ტექსტად კრავს და მკითხველში ერთი მშვენიერი, დაუნაწევრებელი მხატვრული სამყაროს განცდას აღვივებს. თუმცა, ამ მთლიანობის მიუხედავად, გია ხუბუა ზედმიწევნით იცავს ჟანრის კანონსაც – თითოეული ნოველა, თავის მხრივ, დამოუკიდებელი ამბავია, მოულოდნელი შრეებით, პოეტური ინტონაციები