ანოტაცია: ,,როსტომ ჩხეიძის დოკუმენტური ჩანაწერი მხატვრული ტექსტივით ჩავიკითხე. როსტომი ხომ ასეთია: რეალობის მოვლენებს ყოველთვის განსაკუთრებული შინაარსი უნდა შესძინოს და ეს თავისთავად და ბუნებრივად გამოსდის. მახსოვს, „ჩვენი მწერლობის“ რედაქციაში როსტომს რომელიმე ავტორთან დიალოგი როცა ჰქონდა და სულ ცოტა ხანში ეს დიალოგი სრულიად ახალ ამბად როგორ იქცეოდა ხოლმე, როგორც კი როსტომი კაბინეტიდან გამოვიდოდა და დანარჩენებს უამბობდა ორი წუთის წინათ მომხდარს... არა, არაფერს არ ცვლიდა...“ - ცირა ბარბაქაძე