ანოტაცია: ბუნინის, ბრედბერისა და ინანიშვილის მოყვარულებს სიურპრიზი ელით - ერთი შეხედვით მათ გზაზე მოსიარულე კაცი ბულვარულ რომანს წერს. არ შედგა ბულვარული რომანი. განა ამ ჟანრის რომელიმე კომპონენტი აკლია მას, განა ერთი ამოსუნთქვით არ იკითხება იგი? სულ სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე. გრძნობებისა და ქმედებების ავტორისეული ანალიზი ფლირტს სიყვარულად აქცევს, დრამას - ტრაგედიად. ნაპოვნია უმოკლესი გზა მკითხველამდე. მაღალი კლასის ლიტერატურა "საკითხავის" ფორმით არის მოწოდებული.