ანოტაცია: რამდენი სახე აქვს სიყვარულს? პასუხი შეიძლება იყოს ასეთი: არც ერთი! და ასეთიც: უამრავი! ანდა... სამი განსხვავებული ასაკი, სამი განსხვავებული ქალი და სიყვარულის სამი ამბავი, რომელსაც თვით ქართული სიტყვის დიდოსტატი აკაკი წერეთელი გვიყვება. „სამგვარი სიყვარული“ გამორჩეული მოთხრობაა საინტერესო სიუჟეტებითა და კვანძის გახსნის მოულოდნელობებით. თუმცა, ამავე დროს, ეს არის ნაწარმოები, რომელშიც უმთავრესი ადამიანის გრძნობები, სურვილები და განცდებია. ამას კი ავტორი თამამი ინტერპრეტაციებით გვიყვება.