ანოტაცია: "მინერალური ჯაზი" ზაზა ბურჭულაძის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია - თანამედროვე ქართული პოსტმოდერნისტული რომანი, რომელმაც სამჯერ გამოცემას გაუძლო. "მინერალური ჯაზი" იწყება როგორც საცირკო ტრაგიკომედია, შემდეგ მდორედ გადადის დეტექტივში, ბოლოს კი სულაც გიჟდება და თავბრუდამხვევ კარნავალში გადაიზრდება. რომანი ერთდროულად მოგვაგონებს დახვეწილ სადღეგრძელოსა და ცოფიან ჯაზურ იმპროვიზაციას ფიუჟენის სტილში. ესაა ხალხური სიმღერის ვირტუოზული არანჟირება.