ანოტაცია: სიყვარული ზოგჯერ ან ყოველთვის სრულიად მოულოდნელად რომ დაატყდება ადამიანს თავს, ეს ყველამ იცის. არც ის არის ახალი, რომ სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია, რომ გულს ვერ უბრძანებ და რომ დრო ყველაფერს კურნავს. მაგრამ რა ხდება. როცა დრო ვერ გიშუშებს იარებს, როცა წლების განმავლობაში შურისძიებისთვის ემზადები, როცა მრისხანება გაბრმავებს და ირჩევ მსხერპლს?! ამაზე პასუხს ენჯი ახვლედიანისა და დემნა დადიანის დაუჯერებელი ამბიდან გაიგებთ.