ანოტაცია: დამიჯერე, რომ შენ წინ ვზივარ და ფეხები მაგიდაზე მაქვს წამოწყობილი. თითქმის ვერ მხედავ. შენ ხომ წიგნს უყურებ და გარშემო ყველაფერი ძალიან გაბუნდოვნებულია. შენი ცერა თითიც კი ფურცლებზეა გადაცრეცილი, რომელიც შესაძლოა ნაწარმოებს ორად ჰყოფდეს და აჩერებდეს გადაფურცვლისგან. მე სადღაც აქ ვარ და ერთი ხელით კალამს ვათამაშებ, მეორით – სიგარეტის ღერს. მუქი, მრგვალი სათვალე მიკეთია. დიდი ხანია ასეა. უძილობა დამჩემდა და რომ არა ეს ჩამუქებული წრეები ჩემს სახეზე, შეშუპებულ უპეებს ვერ დავმალავდი.