ანოტაცია: ნესტან ნენე კვინიკაძის „პულოვერში“ იმ წიგნებს მიეკუთვნება, რომელსაც ხშირად უნდა მიუბრუნდე, კარგად რომ გაიაზრო ყველა ის თემა და პრობლემა, რაზეც ავტორი წერს და გაფიქრებს.სხვადასხვა მედიუმისთვის მომზადებულ, ასევე, ონლაინ-გამოცემებში დაბეჭდილ ესეიებსა და პუბლიცისტურ წერილებში თითქმის ყველაფერია, რაც თანამედროვე სამყაროში პატარა და დროში გამოცდილი ქვეყნის შვილებს გადასარჩენად გვჭირდება. ისე, რომ საუკუნეების განმავლობაში გათავისებული ღირებულებებიც არ დავკარგოთ...