ანოტაცია: „ქორების მიწა“ რომანია, რომელშიც დიმიტრი წიკლაურის შემოქმედებითი და პიროვნული მრწამსი სრულყოფილად გაცხადდა. ის მწერლის მხატვრულსულიერი გამოცდილების ერთგვარი ნაყოფია – არაკონვენციური ტექსტი, რომელშიც იმდენი სიბრძნეა, სენტენციებად, შეგონებებად, გნებავთ – სალოსური „პირისქარის“ მარგალიტებად გაბნეული, რომ გაგიჩნდებათ განცდა, თითქოს ეს წიგნი ჭეშმარიტების კარიბჭესთან იწერებოდა.