ანოტაცია: „რომეო იცინოდა“ ერთი უცნაური და დაუჯერებელი ბედის მქონე ახალგაზრდა კაცის ცხოვრებაზე გვიყვება.
განა რამდენ ტანჯვას გაუძლებს ადამიანი, სად გადის ზღვარი, რომლის იქითაც სიცოცხლის გაგრძელება შეუძლებელია?
მოთხრობების ორი კრებულის ავტორი, რატი რატიანი ამჯერად რომანით წარდგება მკითხველის წინაშე. „რომეო იცინოდა“ სასტიკი ტექსტია, რომელიც მკითხველს მზერას ისეთი რაღაცისკენ მიაპყრობინებს, რისი დავიწყება ან არდანახვა უნდა.