ანოტაცია: ავთანდილ იმნაძე ქართული ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საბჭოთა პოლიტპატიმარი და დისიდენტია. 1970-იან წლებში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მიერ გამოცემულ არალეგალურ, ანტისაბჭოთა ჟურნალებს ამრავლებდა და ავრცელებდა. 1978 წლის 14 აპრილს, ქართული სახელმწიფო ენის დასაცავად გამართული მასობრივი დემონსტრაციის ერთ-ერთი ორგანიზატორია. მანვე მიაწოდა უცხოურ პრესას ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენების თაობაზე.