ანოტაცია: 1937 წელს საქართვეკლოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში ჯაშუშური ქსელის გამოსავლენად გამოძიება იწყება. დაკითხვაზე დაბარებულია გენერალი,რომელიც უცხო ქვეყნისთვის სასარგებლო საქმიანობაშია ბრალდებული. იძიებენ 1921 წლის მოვლენებს, როცა ბრალდებული გენერალი ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული სამხედრო პირი იყო - მას პატივს სცემდნენ როგორც ხელისუფლებაში მყოფი სოციალ-დემოკრატები, ასევე ბოლშევიკი მეამბოხეები. ამის მიუხედავად, გენერალს ყავს მტრებიც...