ანოტაცია: „მინდია არაბულის მოთხრობების კრებულში თავმოყრილი ტექსტები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, ავტონომიური ნაწარმოებებია; თითოეულ მათგანში მოქმედება, თხრობა რადიკალურად განსხვავებულ დროსა და სივრცეში მიმდინარეობს, მაგრამ გრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ამბებს რაღაც არსებითი აკავშირებს, ამთლიანებს.
მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობათა სიუჟეტები მკვეთრად არის დაშორებული თანამედროვეობას, სოციალურ რეალობას, ყველა მათგანი განსაკუთრებული მხატვრული სიღრმითა და ირონიით ზედმიწევნით ზუსტად აღწერს ჩვენს აწმყოს.