ანოტაცია: 2021 წელს ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და ფემინისტის, ეკატერინე თარხნიშვილი-გაბაშვილის (1851-1938), დაბადებიდან 170 წელი შესრულდა. ეკატერინე გაბაშვილს მოღვაწეობამ მეტად რთულ, წინააღმდეგობებით აღსავსე, სოციალურად თუ პოლიტიკურად გარდამავალ ეპოქაში მოუწია. მისი მწერლური ოსტატობა, საზოგადოებრივი აქტიურობა და მსოფლ-მხედველობის მასშტაბურობა თამამად უსწორებს თვალს ეპოქის პარადო-ქსებს და მნიშვნელოვნად უსწრებს ეპოქალურ მოვლენებს, ...