ანოტაცია: თვის სისტემა სხვადასხვანაირია: ორობითი, ათობითი, თორმეტობითი... ერთი დუჟინი, ორი დუჟინი - ასე ითვლიდნენ ადრე. იმიტომ, რომ წელიწადი თორმეტ თვედ დაყვეს ადამიანებმა, საათის ციფერბლატი - თორმეტ ნიშნულად, მოციქულიც თორმეტი იყო, სკამიც - თუ ლიტერატურას გადავწვდებით. ამ რომანში კი 12 ნივთია, ძველ კომოდში შემთხვევით აღმოჩენილი და მთავარი გმირის ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების აღმნიშვნელი. სწორედ ეს ერთი დუჟინი ნივთი აცოცხლებს და ხორცს ასხამს ყველაფერს...