ანოტაცია: ანა მხეიძის შემოქმედება ბევრისთვის ნამდვილად იქნება აღმოჩენა - აღმოჩენა, როგორც საზოგადოდ მწერლისა და როგორც კონკრეტულად ქალი შემოქმედისა, რომელიც თურმე გასული საუკუნის მიწურულს, იმ ჩაკეტილ საზოგადოებაში, საოცარი სითამამითა და გულწრფელობით მშვენიერ მო თხრობებს წერდა. ანა მხეიძის ქალები თავს დაგამახსოვრებენ ინდივიდუალიზმითა და თავისთავადობით, მაგრამ, იმავდროულად, ისინი სულაც არ არიან გმირები ან რაიმე იდეით შეპყრობილები, იდეალისტებიც არ არიან, უბრალოდ, ქალები არიან ყოველდღიური განცდა-საფიქრალით,..