ანოტაცია: ესაა ვოვა სიხარულიძის სრული შემოქმედება ერთ წიგნში. 1969-1970 წლები. ქართველებს სცალიათ წიგნისთვის. სცალიათ ქართული მწერლობისთვის. ახალი სახელები... მახვშები ოსტატობიდან დიდოსტატობის სარბიელზე გადიან. სუფრაზე პოლიტიკის ნაცვლად ლიტერატურაზეა საუბარი... და თითქოს ცა ჩამოიქცაო და ბევრს აღმოხდა – მოვიდა! დაბრუნდა საპყრობილიდან გამოსული, ერთ ღამეში გაჭაღარავებული ახალგაზრდა კაცი – ვოვა სიხარულიძე. მოვიდა მოთხრობებით: „მაცგი“, „უხამსი“ და XX საუკუნის ქართული მწერლობის ერთ-ერთი შედევრით „მეათე მოწმე“.