ანოტაცია: “მეჩურჩულება ქარი, აი დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ისევ მეჩურჩულება ბებერ მუხას! საუკუნეებია აქ ვარ, წარსულის მოჩვენებები მაწამებენ, აქ ამ მოწამლულ მიწაზე, ოდესღაც ყველაფერი ჰარმონიული და ლამაზი იყო. ვხედავდი ჩემ ირგვლივ მედიდურად მდგარ უზარმაზარ მუხებს; მათი სქელი ქერქი ჯაჭვის პერანგს მოგაგონებდათ, მათი მსხვილი ტოტები ფარივით იყო აღმართული ხმელეთსა და ზეცასშორის, ღამესა და დღეს შორის მდგარი გუშაგები წონასწორობას იცავდნენ...“