ანოტაცია: „შინ – შენ“ ეკატერინე ტოგონიძის ახალი რომანია. წიგნში მიწისძვრა ნიას სამყაროს ძირეულად არყევს. სახლზე გაჩენილი ბზარი ყველაზე ძვირფასის – ოჯახის, ურთიერთობის, მომავლის დანგრევას უქადის. ნია მარტოა – ასეთია ბრძოლის ველზე ეულად დარჩენილი მეომრის როლი, მაგრამ ცხოვრება მეორე შანსს, ნანატრ კინოროლს სთავაზობს და გადაღებებთან ერთად იწყება ახალი, პარალელური რეალობა – ხელოვნება, როგორც თავშესაფარი, როგორც გაქცევა… თუ სინამდვილესთან დაახლოებისა და საკუთარი თავის დაბრუნების ერთადერთი გზა.