ანოტაცია: ასეთი წიგნები ჩვენთან დიდხანს არ და ვერ იწერებოდა. შეიძლება ითქვას, რომ, მიუხედავად ბოლო წლებში ოფიციალური ცენზურის არარსებობისა, ამ თემას მაინც დიდი ტაბუ ედო. ბოლო ხანებში, საზოგადოებასა და პოლიტიკაში ეს ტაბუ თითქოს მოიხსნა, ეკლესიაში მომხდარმა მოვლენებმაც ხელი შეუწყვეს თემის „გახსნას“ და ახლა ჯერი მხატვრულ სიტყვაზე მიდგა. და აი, ჩვენ წინაშეა წიგნი, რომელშიც ბევრ ნაცნობ უცნობს შევხვდებით. მოქმედების ასპარეზი აქ იქნება „წმინდა სახლი“, რომელსაც განაგებს „მისი უაღრესობა“.