ანოტაცია: „ბოლოშემართული შაშვი გრძნობას ვერ აგნებს“ ბესიკ ხარანაულის ახალი მეტაპოეტური წიგნია, რომელიც პანდემიის განსაცდელში მყოფი ადამიანის ბედს ირეკლავს. როგორც ხარანაულის სხვა ეპიკურ მეტატექსტებს, ამ ნაწარმოებსაც უცნაური ფაბულა კრავს – ოთხმოცი ათასი წლის (მოხუცი) ვირუსის ხეტიალი ნიღბით პირაკრულ დედამიწაზე, სადაც „ადამიანი ადამიანისთვის გახდა ვარდი მომწამვლელი“.