ანოტაცია: წიგნის მთავარი გმირი, 27 წლის ლუკა, ცხოვრებისგან აღარაფერს ელის – წარსულში გადატანილი ტრავმის შემდეგ მისთვის ყველაფერი ერთფეროვანი გამხდარა. ერთ დღეს მანქანაში მძინარეს მოულოდნელად კივილის ხმა გამოაფხიზლებს. ეს ხმა ლუკას ყოველდღიურობას თავდაყირა აყენებს და დააფიქრებს წარსულზე, სიყვარულზე, მშობლებზე და ბავშვობის დროინდელ მეგობარზე. ის იძულებულია, მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, გაისროლოს ისარი თუ არა?