ანოტაცია: „ცეცხლისწამკიდებელი“ მარადიულ თემას ეძღვნება _ ადამიანი დევნილია პირველი ცოდვის შემდეგ, ცოდვას ცოდვა ასდევნებია და მარადი მდევარიც დინჯად და დაუღალავად სდევს, უკანასკნელ წამამდე. სწორედ ლტოლვა-დევნის ხაზს მიჰყვება მწერალი და უარს ამბობს ჩახლართულ სოციალურ კავშირებზე. თხრობა მძაფრია და სწრაფი ტემპით მიემართება კულმინაციისაკენ. მწერალი თავიდანვე ახერხებს გაურკვევლობასა და ბუნდოვანებაში გაჰხვიოს მკითხველი და ფერებიც შესაბამისი მოუძებნოს, რასაც ბოლომდე ჩაუმქრალად ინარჩუნებს.