ანოტაცია: ამ კრებულში გაერთიანებული მოთხრობების მთავარი გმირები ქალები არიან – ცოლები, დები, შეყვარებულები, დედები, ბებიები და სულ პატარა გოგონები – სოფლელი და ქალაქელი ქალები: ამაყები, ყოჩაღები, იმედიანები და იმედგაცრუებულები, მხნეები და დაღლილები, თავგანწირულები, ერთგულები, ანცები, მაგრამ მათ ერთი რამ აქვთ საერთო – ისინი იცავენ ავკაცობისაგან დასანგრევად განწირულ ქვეყანას.