ანოტაცია: წიგნი 2 ნაწილისგან შედგება:
„კვირის წირვები“–ესაა ფსიქოლოგიურ-ეგზისტენციური რომანი ტერენტი გრანელის ცხოვრებასა და პოეზიაზე,უფრო სწორად – ცხოვრების პოეზიაზე,სადაც ნამდვილი,ბიოგრაფიული ამბების გვერდით გვხდება დიდი პოეტის მისტიურ სამყაროში ჩაძირვის და მის საიდუმლოთა მოხელთების მცდელობებიც.„გრანელის ლანდი“ ერთგვარად მემუარული ხასიათისაა და მოგვითხრობს იმ წინაღობათა და სირთულეთა შესახებ,რომელიც ლერი ალიმონაკმა 60-იან,70-იან და 80-იან წლებში გაიარა გრანელის სახელის აღორძინებისა დამკვიდრების გზაზე...