ანოტაცია: რევოლუციები, ორი მსოფლიო ომი, ღალატი და უღმერთობა, ერთმანეთს დაპირისპირებული თაობები, იმედი და ილუზია, გაორებული ადამიანები და რწმენამიმქრალი სულები – ეს ის პლასტებია, რომლებიც ამ სქელტანიანი რომანის ქარგას ქმნიან და მათ ფონზე ვითარდება უამრავი თავგადასავალი, ადამიანური დრამა, სადაც მტყუანისა და მართალის მიღმა დაკარგული (თუ დავიწყებული) ჭეშმარიტება იკითხება. სწორედ ეს ჭეშმარიტებაა დალექილი მთავარი გმირის მეხსიერების ფსკერზეც.