ანოტაცია: „კაცის ღმერთი კაციაო“, – ასე ამბობენ თურმე სვანეთში, – და ასე იხსენებს ამ პატარა წიგნის ავტორიც ერთი ავბედითი ღამის ამბავს, ღმერთად მოვლენილმა უცნობმა სიკვდილს რომ გადაარჩინა: „მე ნამდვილ ღმერთად მომევლინა ის კაციო“, – ჩაუწერია უბის წიგნაკში შინ მშვიდობით დაბრუნებულ წვირმის მკვიდრს – ომინდე (იოანე) კორძაიას.