ანოტაცია: მაკა ცხვედიანის სადებიუტო წიგნში ან ნამდვილ ამბებს იპოვით, ან ამ ამბების დაშვებას. ამიტომ მკითხველს ხშირად სიშიშვლის უხერხული განცდაც კი უჩნდება და სვამს კითხვებს: „ჩემზეა?“ „ჩემზე წერს?“არადა, კონკრეტული ადრესატი არ არსებობს. ავტორი წერს იმაზე, რაც სულ იყო და სულ იქნება; რაც ერთდროულად სიყვარულის სინაზესაც ჰგავს და გაშიშვლებულ სიმართლესაც. დამყოლიცაა და მოუხელთებელიც, როგორც თევზის სენდვიჩს წატანებული ავი თოლია იზმირის სანაპიროზე.და იზმირი სულაც არაა გაქცევა, უფრო – საკუთარ თავთან შერიგებაა...