ანოტაცია: ნონა კუპრეიშვილის წიგნში, რომელიც ქართულ ლიტერატურაში ასახული ეროტიზმის გააზრების ერთ-ერთი პირველცდაა, მკითხველს საშუალება ექნება ქართული მწერლობის ისტორიის გარკვეულ ლოკალში თვალი მიადევნოს წითელ ხაზად, ერთგვარ ლაიტმოტივად გავლებული ეროთემის განვითარებას. ამ ჭრილში კი არაერთი კარგად ნაცნობი ტექსტიც და ავტორიც განსხვავებული რაკურსით წარმოგვიდგება, მაგ.: ალექსანდრე ყაზბეგი, გრიგოლ რობაქიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, ცისფერყანწელები, რომ არაფერი ვთქვათ რუსთაველზე, ....