ანოტაცია: 1990-იანი წლების მიწურულის და 2000-იანი წლების დასაწყისის თბილისი. ლექსო კინომცოდნეობას სწავლობს, მაია – სტომატოლოგიას; ლექსო „დისიდენტობანას“ თამაშობს, მაია – მკვდრების ისტორიებს თხზავს.მაია ლექსოს თამაშში აღმოჩნდება. ერთმანეთის პარალელურად ვითარდება ორი ხაზი – რეალური, სადაც სტუდენტები სწავლობენ, თამბაქოს გამონაბოლქვში ფილმებს უყურებენ, ერთმანეთის სხეულებს შეიცნობენ, სექსუალობას იკვლევენ, და მეორე – „დისიდენტობანას“ თამაში: პროკლამაციების გავრცელების გეგმა, ადევნებები, ჩხრეკა, დაჭერები...